Translate

Sunday, February 17, 2013

აშშ-ის შტატების სახელების წარმოშობა

.
აშშ-ს 50 შტატიდან დიდ ნაწილს ინდიელთა ენებიდან წარმოშობილი სახელები ქვია. მათი უმეტესობა მდინარეთა სახელებია, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა და საბოლოოდ შტატის სახელწოდებად ჩამოყალიბდა 

 მაგალითად, კონეკტიკუტი ნიშნავს გრძელ მდინარეს, მიჩიგანი – დიდ მდინარეს, მისისიპი – ყველა წყლის შემკრებ მდინარეს, მისური – მღვრიე წყალს, ნებრასკა – ფართო მდინარეს, ოჰაიო – კარგ წყალს. ინდური სახელწოდებებია კენტუკი -ნიშნავს ველებიან ადგილს , ალასკა – დიდი მიწა, ვისკონსინი – ბალახიანი მინდვრები.
ინდიელი ტომების ეთნიკური სახელწოდებები აისახა ისეთი შტატების სახელებში როგორიცაა: ალაბამა, არკანზასი, ილინოისი, კანზასი, მასაჩუსეტსი, დაკოტა, ოკლაჰომა, ტეხასი, იუტა
 ინგლისური სახელები მეტწილად მეფეების, ჰერცოგებისა და ლორდების სახელებთან არის დაკავშირებული. პირველი ინგლისური კოლონიის ვირჯინიის სახელი უკავშირდება ახალგაზრდა, გასათხოვარ დედოფალს ელისაბედ I-ს (ვირჯინ – ქალწული). ჯორჯია დაერქვა ინგლისის მეფის ჯორჯ (გეორგ) II-ის, კაროლინა – მეფე კარლ (ჩარლზ) I-ის , ხოლო მერილენდი მისი მეუღლის ჰენრიეტა მარიას პატივსაცემად
ფრანგული წარმოშობის არის ლუიზიანის (მეფე ლუი XIV-ისგამო) და ვერმონტის (მწვანე მთა) , ხოლო ესპანური – კოლორადოსა (წითელი) და ფლორიდის (აყვავებული) სახელები.

No comments:

Post a Comment