Translate

Sunday, December 16, 2012

    მესხური ტრადიციები შედარებით ნაკლებად ცნობილია, სხვა კუთხის ტრადიციებთან შედარებით, ამიტომაც მე დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი კუთხის საახალწლო წეს-ჩვეულების შესახებ, რომელიც იმედი მაქვს მალე გახდება ყველასათვის ნაცნობი.
    საახალწლოდ მესხეთში, ახალი წლის წინა დღეს აცხობდნენ „ბასილებს“ (ცომის კაცუნებს) რომლებსაც ათავსებდნენ სპეციალურ ხის ხონჩაზე. ხონჩაზე „ბასილებთან“ ერთად აუცილებლად უნდა ყოპილიყო მოხარშული ღორის თავი, გამხარი ჩირი, თაპლი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თასით მარცვლეული ბარაქის ნიშნად და რა თქმა უნდა ღვინო.
    ახალი წლის დილას ოჯახის უხუცესი, გამოიტანდა ამ ხონჩას, რომელსაც გარშემო სანთლები ენთო, შემოუვლიდა სახლს სამჯერ გარშემო, შემდეგ შევიდოდა სახლში, მოაპნევდა მარცვლეულს და ტკბილეულს, ღვინით დალოცავდა ოჯახს და თითოეულ ოჯახის წევრს კოვზით აჭმევდა თაფლს, ხოლო ბავშვებს ბასილებით უმასპინძლდებოდა.


თამარ ბაგინაშვილი, მარიამ ნებაძე

Tuesday, December 4, 2012

პლურალიზმი


პლურალიზმი ერთი საკითხის მიმართ სხვადასხვა შეხედულებათა თანაარსებობას ნიშნავს. იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.ყველა ადამიანს თავისი აზრი,შეხედულება აქვს ნებიმიერ საკითხზე, დემოკრატიულ სახელმწიფოში კი აუცილებელია თითოეული ადამიანის აზრი იქნას აღიარებული და გათვალისწინებული _ეს ოფიციალური ენით. მაგრამ მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ სახელმწიფო, სადაც არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის აზრი ან ზოგადად განსხვავებული შეხედულება არ არსებობს. რას დაემგვანებოდა ქვეყანა??? იგი ერთფეროვანი გახდებიდა,სადაც არანაირი განსხვავებული შეხედულება არ არსებობს რაიმე საკითხზე, სადაც არავინ არაფერზე კამათობს. ჭეშმარიტი აზრი კი ყოველთვის კამათში იბადება, კამათს კი განსხვავებული შეხედულებები იწვევს. პლურალიზმის არ არსებობა ერთპეროვნებას იიწვევს, ერთფეროვნება კი საშინელებაა. ამიტომაც ჩემი აზრით აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდეს პლურალიზმი რომელიც პირველ რიგში ხელს შეუწყობს იმ საზოგადოების განვითარების მაღალ დონეზე ასვლას.

Monday, November 19, 2012

ჩემი პირველი პოსტი უნდა ყოფილიყო ჩემი შთაბეჭდილება ჩატარებული ტრენინგისადმი ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო გავიგე ბევრი ახალი რამ შევეხეთ ვისაუბრეთ მრავალ ჩემთვის საინტერესო თემას დემოკრატიას, ადამიანის თავისუფლებას და მრავალ სხვა ეს ტრენინგი როგორც ჩემტვის არამედ მე ვტვლი რომ სხვებისთვისაც ძალიან მრავლისმმომცველი და საინტერესო იყო სწორედ ეს ტრენინგია იმის მიზეზი რომ მე შევქმენი  ბლოგი მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერებს