Translate

Sunday, December 16, 2012

    მესხური ტრადიციები შედარებით ნაკლებად ცნობილია, სხვა კუთხის ტრადიციებთან შედარებით, ამიტომაც მე დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემი კუთხის საახალწლო წეს-ჩვეულების შესახებ, რომელიც იმედი მაქვს მალე გახდება ყველასათვის ნაცნობი.
    საახალწლოდ მესხეთში, ახალი წლის წინა დღეს აცხობდნენ „ბასილებს“ (ცომის კაცუნებს) რომლებსაც ათავსებდნენ სპეციალურ ხის ხონჩაზე. ხონჩაზე „ბასილებთან“ ერთად აუცილებლად უნდა ყოპილიყო მოხარშული ღორის თავი, გამხარი ჩირი, თაპლი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თასით მარცვლეული ბარაქის ნიშნად და რა თქმა უნდა ღვინო.
    ახალი წლის დილას ოჯახის უხუცესი, გამოიტანდა ამ ხონჩას, რომელსაც გარშემო სანთლები ენთო, შემოუვლიდა სახლს სამჯერ გარშემო, შემდეგ შევიდოდა სახლში, მოაპნევდა მარცვლეულს და ტკბილეულს, ღვინით დალოცავდა ოჯახს და თითოეულ ოჯახის წევრს კოვზით აჭმევდა თაფლს, ხოლო ბავშვებს ბასილებით უმასპინძლდებოდა.


თამარ ბაგინაშვილი, მარიამ ნებაძე

No comments:

Post a Comment