Translate

Friday, March 1, 2013

ეს ყველამ უნდა იცოდეს!!!!!!!!!!! 

იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მაშველებმა დაიწყეს სახლების ნანგრევებიდან ცოცხლებისა თუ გარდაცვლილების ამოყვანას მოხდა ამგვარი საშინელება... ერთი სახლის ნანგრევებში მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის, სამწუხაროდ უკვე გვამი... მაშველების ლიდერმა რამდენჯერმე შეამოწმა ქალის პულსი, თუმცა უიმედოდ, იგი უკვე გაციებული იყო...ნანგრევებმა მას ხერხემალი და თავის ქალა დაუზიანა. მაშველები ის იყო, რომ მობრუნდნენ, მაგრამ გუნდის ლიდერი ძალიან წუხდა, იგი კვლავ დაბრუნდა ქალთან და მის ქვეშ ადგილის მოსუფთავება დაიწყო მიწისგან. მან ადიალაში გახვეული პატარა ბავშვი იპოვა, ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და უფრო მეტიც, მას მშვიდად ეძინა გარდაცვლილი დედის ქვეშ... მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს და მის ადიალაში მობილური ტელეფონი იპოვეს... ტელეფონის ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა მის ხელში დაჭერისას ტიროდა... საქმე იმაშია, რომ დედას სიკვდილამდე აეკრიფა სმსი თავისი პატარასთვის: "თუ გადარჩი, ყოველთვის გახსოვდეს რომ მიყვარხარ!"

Sunday, February 24, 2013

დავალება 2



მე და ჩემ თანაკკლლასელს ხშირად გვაქვს ერთმანეთთან კონპლიქტი.
ერთ დღეს დამრიგებელმა ყველას შეგვიცვალა ადგილი, მე და მას ერთად მოგვიწია დასხდომა :))))) მეც და მანაც გამოვთქვით პროტესტი, ვეწუწუნებოდით დამრიგებელს, მაგრამ მასწავლებელი საჭიროდ თვიდა, რომ ჩვენ ერთად დავმსხდარიყავით. დიდი დავიდარაბის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთი თვე ერთად ვისხდებით, შემდეგ კი გადავსხდებით :))))))

დავალება 1

კონფლიქტის მოგვარება
დავალება 1.

ორი მეზობელი ვერ რიგდება იმ ღობესთნ დაკავშირებით, რომელიც მათ სახლებს ერთმანეთისგან ყოფს. ერთი მეზობელი თვლის, რომ აუცილებელია ღობის გამოცვლა, რადგან არსებული ღობე მოძველდა: მას სურს, რომ ,ეორე მეზობელმა გადაიხადოს ღობის გამოცვლის საფასურის ნახევარი. მეორე მეზობელი აღიარებს, რომ ღობე არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არ სურს ღობის გამოცვლასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილის დაფარვა. მეორე მეზობელი მიიჩნევს, რომ ღობის სიძველისდა მიუხედავად, ის თვის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს_მეზობლის ძაღლს აკავებს საკუთარ ეზოში და ძაღლი ვერ გადმოდის მის ბაღში. ზოგადაგ, მეორე მეზობელს არ მოსწონს, როცა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადთირებული ნივთებით.

1.
მოთხოვნები:მხარე 1, მხარე 2
2.
კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?) 
3.
კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები
4.
გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2
5.
კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა
6.
კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

მეზობლების კომპლიქტის მიზეზს ღობე წარმოადგენს, რომელიც აქტია რომ ძველია, არ შეიძლება მეორე მეზობელს არ უნდოდეს ღობის განახლება, მაგრამ ჩანს მას არ აქვს სახსრები (იგი იზიანდება როდესაც პირველი მეზობელი თავისი ძვირადღირებული ნივთებით თავს იწონებს.), პირველი მეზობელი კი ითხოვს ღობის შეკეთებას. ისინი ვერ თანხმდებიან.
ჩემი აზრით ღობის საფასური პირველმა მეზობელმა უნდა გადაიხადოს, სამაგიეროდ მეორე მეზობელი მას სხვა დანარცჰენ სამუსჰაოსჰი მიეხმაროს მას და ამით თავისი წილი გამოისყიდოს :) ორივე მეზობელი მოგებული დარჩება J)))))))


   

Sunday, February 17, 2013

აშშ-ის შტატების სახელების წარმოშობა

.
აშშ-ს 50 შტატიდან დიდ ნაწილს ინდიელთა ენებიდან წარმოშობილი სახელები ქვია. მათი უმეტესობა მდინარეთა სახელებია, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა და საბოლოოდ შტატის სახელწოდებად ჩამოყალიბდა 

 მაგალითად, კონეკტიკუტი ნიშნავს გრძელ მდინარეს, მიჩიგანი – დიდ მდინარეს, მისისიპი – ყველა წყლის შემკრებ მდინარეს, მისური – მღვრიე წყალს, ნებრასკა – ფართო მდინარეს, ოჰაიო – კარგ წყალს. ინდური სახელწოდებებია კენტუკი -ნიშნავს ველებიან ადგილს , ალასკა – დიდი მიწა, ვისკონსინი – ბალახიანი მინდვრები.
ინდიელი ტომების ეთნიკური სახელწოდებები აისახა ისეთი შტატების სახელებში როგორიცაა: ალაბამა, არკანზასი, ილინოისი, კანზასი, მასაჩუსეტსი, დაკოტა, ოკლაჰომა, ტეხასი, იუტა
 ინგლისური სახელები მეტწილად მეფეების, ჰერცოგებისა და ლორდების სახელებთან არის დაკავშირებული. პირველი ინგლისური კოლონიის ვირჯინიის სახელი უკავშირდება ახალგაზრდა, გასათხოვარ დედოფალს ელისაბედ I-ს (ვირჯინ – ქალწული). ჯორჯია დაერქვა ინგლისის მეფის ჯორჯ (გეორგ) II-ის, კაროლინა – მეფე კარლ (ჩარლზ) I-ის , ხოლო მერილენდი მისი მეუღლის ჰენრიეტა მარიას პატივსაცემად
ფრანგული წარმოშობის არის ლუიზიანის (მეფე ლუი XIV-ისგამო) და ვერმონტის (მწვანე მთა) , ხოლო ესპანური – კოლორადოსა (წითელი) და ფლორიდის (აყვავებული) სახელები.

რიო-დე-ჟანეირიოს კარნავალის გამარჯვებული გამოვლენილია


 რიო-დე-ჟანეიროს კარნავალზე სამბას სკოლების შეჯიბრების შედეგად ამოვლინდა გამარჯვებული.ეს შოუ თითქმის მთელმა მოფლიომ იხილა ლაივ ტრანსლაციი. კარნავალი 8 თებერვალს დაიწყო და თითქმის 1 კვირა გაგრძელდა. გამარჯვებული კი გახდა სამბას სკოლა "ვილა იზაბელა", სწორედ მათ დახურეს ფესტივალი რომლის შემოსავალმაც 650 მლნ დოლარს მიაღწია





ჩინური ახალი წელი


ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩინურ კულტურაში. ჩინეთში ამ დღესასწაულს უწოდებენ ,,გაზაფხულის ფესტივალს” , რადგან ამით აღინიშნება ზამთრის სეზონის დამთავრება. ახალი წელი იწყება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ რიცხვში და მთავრდება 15 დღის შემდეგ ,,ლამპიონების ფესტივალით”.
ამ დღესასწაულის წარმოშობა ზუსტად არ არის ცნობილი, მის შესახებ მხოლოდ ლეგენდებია შემონახული. ერთი ლეგენდის მიხედვით მონსტრი ნიანი აწიოკებდა სოფელს. ერთმა ბრძენმა ურჩია სოფლის მაცხოვრებლებს ნიანის დასამარცხებლად გამოეყენებინათ ხმაური, ცეცხლი, მაშხალები და ასევე წითელი ქაღალდის ლამპიონები დაეკიდათ სახლის შესასვლელებში. ბრძენის რჩევამ შედეგი გამოიღო და ნიანი დამარცხდა. სწორედ მონსტრი ნიანის დამარცხების დღეს აღინიშნება ჩინური ახალი წელი
.
ახალი წლის თარიღი დაკავშირებულია მთვარის კალენდართან და იცვლება ყოველწლიურად. ფესტივალი ტარდება ხოლმე დაახლოებით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე პერიოდში. ეს დღესასწაული სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია ჩინურ კულტურაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩინურ კალენდარში ყოველ წელს 12-იდან ერთ-ერთი ცხოველი შეესაბამება. მაგალითად 2012 იყო დრაკონის წელი, ხოლო 2013 გველის წელია. თითეულ ცხოველს განსხვავებული თვისებები, უნარები და შესაძლებლობები აქვს. სწორედ ამის მიხედვით დგება ჩინური ჰოროსკოპი. მაგალითად გველი არის ჭკვიანი, მომაჯადოვებელი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, დიდსულოვანი.





დღესასწაული 15 დღეს გრძელდება და ყოველი დღე თავისი მნიშვნელობით ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ დღეს ესალმებიან თავიანთ ღვთაებებს რათა დაიფარონ მათი ოჯახები. აღნიშვნა იწყება შუა ღამიდან. იყენებენ სხვადასხვანაირ მაშხალებს, ცეცხლის ფაიერებს , ცეცხლმოკიდებულ ბამბუკის ჯოხებს. შემდეგ დღეებს სხვა ღონისძიებები ტარდება,მაგალითად : გათხოვილი ქალები სტუმრობენ თავიანთ მშობლებს (მეორე დღე), უფროსები მიდიან ლანჩზე თავის თანამშრომლებთან ერთად ( მერვე დღე) , ოჯახები იკრიბებიან ერთად სადილზე და ა.შ მეთხუთმეტე დღეს კი ამ ყველაფრის კულმინაციაა ლამპიონების ფესტივალი. ადამიანები ამზადებენ დეკორატიულ ლამპიონებს და აწყობენ საჯარო სეირნობას ქუჩაში, ასევე კიდებენ ლამპიონებს სახლებზე. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვა, რომელიც ულამაზესი სანახაობაა.

წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია. ადამიანები იცვავენ ტრადიციულად წითელ ტანისამოსს, ერთამნეთს უგზავნიან საჩუქრებს, რომელიც წითელ შეფუთვაშია მოთავსებული, ქუჩები წითლად არის მორთული. ჩინელებს მიაჩნიათ რომ წითელი ფერი ეშმაკს აშინებს. ასევე ტრადიციის შემადგენელი ნაწილია ახალი ტანსაცმლის შეძენა, რაც სიმბოლურად უკავშირდება ახალ წელს.
ჩინური ახალი წელი აღინიშნება არა მართო ჩინეთში, არამედ მსოფლიოს ყველა იმ კუთხეში სადაც ჩინური მოსახლეობაა. ყოველწლიურად შეერთებული შტატების ბევრ დიდ ქალაქში აღნიშნავენ ჩინურ ახალ წელს, მაგრამ თავისი გრანდიოზულობით და სილამაზით სან-ფრანცისკოს ჩინური კვარტალი ყველაგან გამოირჩევა.



Saturday, January 26, 2013

ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ დღესდღობით ძალიან პოპულარულია facebook ყველა ცდილობს აუცილებელი ატრიბუტებით სრულყოფილი გახადოს საკუთარი პროფილი. ქავერი ერთერთია რომელიც  facebook-ის განუყოფელი ნაწილია, მე პირადად ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო კრეატიული და განსხვავებული ქავერი, დიდი ხანია   facebook-ის მომხმარებელი ვარ ამიტომ ასე თუ ისე ბევრი ქავერი დამიგროვდა. გადავწყვიტე დამემატებინა და ერთიანი სახიტ თქვენტვის შემომეთავაზებინა. იმედი მაქვს ეს პოსტი მოგეწონებათ და რაც მთავარია გამოიყენებთ კიდეც.
P.s თუ სურვილი გექნებათ კომენტარებში დამიტოვეთ თემა რომელზეც ქავერი გსურთ და მე აუცილებლად მოგიძებნით შესაბამის სურათებს